ინოვაციებისა და ცვლილებების ინსტიტუტი 2002 წლის 5 ივნისს დაარსდა (ადრე ცნობილი როგორც გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრი) და ამ ხნის განმავლობაში საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით 60-ზე მეტი წარმატებული პროექტი განახორციელა.

ჩვენი მისიაა:

საქართველოში ადამიანებსა და ორგანიზაციებს ჰქონდეთ განვითარების შესაძლებლობა, რათა განახორციელონ პოზიტიური ცვლილებები ქვეყანაში სოციალური და ეკონომიკური კეთილდღეობისთვის. ამისთვის, ორგანიზაცია ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის ახორციელებს პროგრამებსა და პროექტებს საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ ინოვაციური მიდგომებით, გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულების, თანაბარი შესაძლებლობისა და თანამონაწილეობითი პრინციპების დანერგვით.

სტრატეგიული მიმართულებები:

  • განათლება
  • კარგი მმართველობა
  • ახალგაზრდების განვითარება
  • მწვანე ეკონომიკა
  • სოციალური ინოვაციები
  • ქალთა გაძლიერება

მნიშვნელოვანი ფაქტობრივი მონაცემები

  • საგანმანათლებლო ცნობიერების ამაღლების ღონისძიებებში (მათ შორის ფორუმ თეატრის სპექტაკლები) ჩართული იყო 15000-მდე ადამიანი
  • განხორციელდა 2500-მდე სათემო/ მოხალისეობრივი ინიციატივა (მათ შორის ადვოკატირების კამპანიები)
  • გაცემული ქვე-გრანტების ოდენობა (ევროში) – 450 000
  • შვილობილი ორგანიზაციები – 3

ჩვენი გუნდი