Skip to content
ინოვაციებისა და ცვლილებების ინსტიტუტი

ინოვაციებისა და ცვლილებების ინსტიტუტი

კიდევ ერთი WordPress საიტი

  • ქართული
    • English (UK)
  • English (UK) English (UK)
  • ქართული ქართული
  • საწყისი
  • ჩვენს შესახებ
  • პროექტები
    • მიმდინარე პროექტები
    • დასრულებული პროექტები
  • პუბლიკაციები
  • კონტაქტი
  • English (UK)
  • ქართული
Primary Menu
  • საწყისი
  • ჩვენს შესახებ
  • პროექტები
    • მიმდინარე პროექტები
    • დასრულებული პროექტები
  • პუბლიკაციები
  • კონტაქტი
  • English (UK)
  • ქართული
  • Home
  • 2021
  • ივლისი
  • 10
  • ინგლისური ენის ხელმისაწვდომობის სასტიპენდიო პროგრამა (ACCESS)
  • სიახლეები

ინგლისური ენის ხელმისაწვდომობის სასტიპენდიო პროგრამა (ACCESS)

ეთო ახალაძე ივლისი 10, 2021
დღეს ინგლისური ენის შესწავლის ხელმისაწვდომობის სასტიპენდიო პროგრამის (ACCESS) ოზურგეთის ჯგუფს საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი სტუმრობდა.
შეხვედრა პროგრამის კურსდამთავრებულებთან საინტერესო და უშუალო გარემოში წარიმართა. ახალგაზრდებმა მრავალი კითხვით მიმართეს ელჩს და შეხვედრა გულახდილ დისკუსიაში გადაიზარდა. ელჩმა გაკვირვება ვერ დამალა მონაწილეთა ინგლისურ ენაზე საუბრის უნარ-ჩვევებით და არა ერთხელ აღნიშნა პროგრამისა და პედაგოგების დიდი წვლილი მათი წარმატების საქმეში.
შეხვედრის დასასრულს მოსწავლეებმა ელჩს წარუდგინეს მათ მიერ გადაღებული კლიპი გურიაზე. კლიპი ინგლისურ ენაზეა და სიმღერით გვაცნობს გურიასა და გურულებს.
ელჩმა პროგრამის მასპინძელი ორგანიზაციის ინოვაციებისა და ცვლილებების ინსტიტუტის (ყოფილი გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრი) აღმასრულებელ დირექტორს თამარ ღლონტს, ACCESS პროგრამის პედაგოგებს ნადია ქარდავასა და ანა ნოზაძეს სიმბოლური საჩუქრები გადასცა.
თავის მხრივ ინოვაციებისა და ცვლილებების ინსტიტუტმა (ყოფილი გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრი) შვილობილი ორგანიზაციის, ლაზერული გრავირების სოციალური საწარმოს მიერ გურული თემატიკით შესრულებული კედლის საათი გადასცა. ღონისძიება სამახსოვრო ფოტოების გადაღებით დასრულდა.
ინგლისური ენის ხელმისაწვდომობის სასტიპენდიო პროგრამა (ACCESS): პროგრამას PH International ახორციელებს საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს დაფინანსებით, ინოვაციებისა და ცვლილებების ინსტიტუტი (ყოფილი გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრი) კი პროგრამის განმახორციელებელი პარტნიორია ოზურგეთში. პროგრამა მიზნად ისახავს ხელმისაწვდომი გახადოს ინგლისური ენის შესწავლა13-დან 16 წლამდე მოზარდებისთვის ეკონომიკურად და სოციალურად შეჭირვებული ოჯახებიდან. გარდა იმისა, რომ ბავშვები შეისწავლიან ინგლისურ ენას, ისინი, ასევე ეზიარებიან ამერიკულ კულტურას, წეს-ჩვეულებებს და განივითარებენ ლიდერის თვისებებს. პროგრამა ორწლიანია და მოიცავს სწავლების 4 სემესტრს.

Continue Reading

Previous: English Access Micro Scholarship Program
Next: უნარები დასაქმებისა და თანამშრომლობისთვის – პერსპექტივები საქართველოს რეგიონებისთვი

მსგავსი სტატიები

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანის სტუმრობა
  • ექსკლუზივი
  • სიახლეები

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანის სტუმრობა

მაისი 5, 2022
უნარები დასაქმებისა და თანამშრომლობისთვის – პერსპექტივები საქართველოს რეგიონებისთვის – SECTORs
  • სიახლეები

უნარები დასაქმებისა და თანამშრომლობისთვის – პერსპექტივები საქართველოს რეგიონებისთვის – SECTORs

აპრილი 28, 2022
მოკლევადიანი სასწავლო კურსი
  • ექსკლუზივი
  • სიახლეები

მოკლევადიანი სასწავლო კურსი

აპრილი 19, 2022

კითხვადი

პეტიცია – ხალხის ხმა თვითმმართველობაში

პეტიცია – ხალხის ხმა თვითმმართველობაში

სექტემბერი 1, 2018
ინგლისური ენის შესწავლის ხელმისაწვდომობის სასტიპენდიო პროგრამა – (ACCESS PROGRAM)

ინგლისური ენის შესწავლის ხელმისაწვდომობის სასტიპენდიო პროგრამა – (ACCESS PROGRAM)

დეკემბერი 30, 2017
სამოქალაქო განათლების პროგრამა „მომავლის თაობა“

სამოქალაქო განათლების პროგრამა „მომავლის თაობა“

ოქტომბერი 22, 2017
ყოფილ და პოტენციურ მიგრანტთა საგანმანათლებლო, შემოსავლის მიმღები და ბიზნესსაქმიანობების

ყოფილ და პოტენციურ მიგრანტთა საგანმანათლებლო, შემოსავლის მიმღები და ბიზნესსაქმიანობების

ივნისი 22, 2017
ეფექტური მმართველობისა და მოქალაქეთა ჩართულობის ინოვაციური მექანიზმების დანერგვა ოზურგეთის მუნიციპალიტეტში

ეფექტური მმართველობისა და მოქალაქეთა ჩართულობის ინოვაციური მექანიზმების დანერგვა ოზურგეთის მუნიციპალიტეტში

ოქტომბერი 22, 2016
  • ქართული ქართული
    • English (UK) English (UK)
Copyright © All rights reserved. | Institute for Change and Innovation