Skip to content
ინოვაციებისა და ცვლილებების ინსტიტუტი

ინოვაციებისა და ცვლილებების ინსტიტუტი

კიდევ ერთი WordPress საიტი

  • ქართული
    • English (UK)
  • English (UK) English (UK)
  • ქართული ქართული
  • საწყისი
  • ჩვენს შესახებ
  • პროექტები
    • მიმდინარე პროექტები
    • დასრულებული პროექტები
  • პუბლიკაციები
  • კონტაქტი
  • English (UK)
  • ქართული
Primary Menu
  • საწყისი
  • ჩვენს შესახებ
  • პროექტები
    • მიმდინარე პროექტები
    • დასრულებული პროექტები
  • პუბლიკაციები
  • კონტაქტი
  • English (UK)
  • ქართული
  • Home
  • 2021
  • აგვისტო
  • 2
  • ექსკლუზივი
  • სიახლეები

უნარები დასაქმებისა და თანამშრომლობისთვის – პერსპექტივები საქართველოს რეგიონებისთვის – SECTORs

ეთო ახალაძე აგვისტო 2, 2021
ინოვაციების და ცვლილებების ინსტიტუტი (ყოფილი გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრი), ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „უნარები დასაქმებისა და თანამშრომლობისთვის – პერსპექტივები საქართველოს რეგიონებისთვის – SECTORs” ფარგლებში იწყებს მონაწილეთა შერჩევას, შეგირდობის პროგრამაში მონაწილეობის მიზნით.
პროგრამა ითვალისწინებს შეგირდობის გზით პროფესიების დაუფლებას შემდგომ ბიზნესორგანიზაციებში:
 შ.პ.ს „ანასეულის კომბინატი: არყის გამოხდების ოპერატორის შეგირდი.
პროგრამის ფარგლებში მსურველები შეისწავლიან:
 დადუღებული ხილფაფის გამოხდას (დისტილაციას),
 მიღებული სპირტის კლასიფიცირება-შენახვას.
 შ.პ.ს „მეტალსერვისი“: ზეინკლის შეგირდი.
 პროგრამის ფარგლებში მსურველები შეისწავლიან:
 ფურცლოვანი ფოლადების საჭრელი დანადგარის მუშაობის პრინციპს, მისი ექსპლოატაციის წესებს, დანადგართან სამუშაოთა შესრულების რიგითობის წესს,
 ხელის ბურღის და საჭრელი ხელსაწყოს გამოყენებას,
 საზეინკლო გირაგისა და საზეინკლო მაგიდის დანიშნულენა და მათი გამოყენება კონკრეტული დავალების შესასრულებლად,
 მჭრელი იარაღების გაცნობა და გამოყენება,
 მზომი ხელსაწყოების (შტანგენფარგალი, მიკრომეტრი) გაცნობა და პრაქტიკული გამოყენება,
 მარტივი დეტალების დაჭრა და დამუშავება ზომების მიხედვით.
 მონაწილეთა შერჩევა მოხდება ქვემოთ მოცემული კრიტერიუმების გათვალისწინებით:
 საშუალო განათლების მქონე 35 წლამდე ახალგაზრდები – რომლებმაც ეკონომიკური სიდუხჭირის გამო ვერ შეძლეს უმაღლესი ან პროფესიული განათლების მიღება და მიეკუთვნებიან რომელიმე მოწყვლად კატეგორიას (სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფნი ან დაბალშემოსავლიანი ოჯახები, ყოფილი მიგრანტი, ყოფილი პატიმარი ან პრობაციონერი და ა.შ.)
 განათლების მიღმა მყოფი 35 წლამდე ახალგაზრდები – არასრული საშუალო განათლების მქონენი ან რომლებმაც მიატოვეს სკოლა საბაზო საფეხურზე;
 უმაღლესი განათლების მქონე 35 წლამდე სამუშაოს მაძიებელი ახალგაზრდები- დაბალშემოსავლიანი ოჯახის წევრი;
ქალები – ეკონომიკური და სოციალური სირთულეების წინაშე მდგომნი (ასაკი შეუზღუდავია).
მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმობა ქალთა, იძულებით გადაადგილებულ პირთა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მონაწილეობას (ამ უკანასკნელის შემთხვევაში მოხდება მათი უნარებისა და შესაძლებლობების გათვალისწინება და თანხვედრის უზრუნველყოფა პროექტის ფარგლებში შეთავაზებულ სასწავლო და დასაქმების პროგრამებთან) სამიზნე ყველა რეგიონში.
განაცხადები მიიღება 2021 წლის 30 აგვისტოს ჩათვლით. შეგირდობის პროგრამა დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.
 განაცხადის ფორმა: https://bit.ly/2TIg1Ay
 დამატებითი ინფორმაციის საჭიროების შემთხვევაში დაგვიკავშირდით:
ინოვაციების და ცვლილებების ინსტიტუტი (ყოფილი გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრი)
E-mail: ici.info.02@gmail.com
Tel: 599 98 18 98
 „უნარები დასაქმებისა და თანამშრომლობისთვის – პერსპექტივები საქართველოს რეგიონებისთვის” (SECTORS) დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ და ახორციელებს ინოვაციების და ცვლილებების ინსტიტუტი (ყოფილი გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრი) საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან, დემოკრატიის ინსტიტუტთან და ასოციაცია „ათინათთან“ პარტნიორობით.

Continue Reading

Previous: უნარები დასაქმებისა და თანამშრომლობისთვის – პერსპექტივები საქართველოს რეგიონებისთვის – SECTORs
Next: ინოვაციებისა და ცვლილებების ინსტიტუტი

მსგავსი სტატიები

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანის სტუმრობა
  • ექსკლუზივი
  • სიახლეები

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანის სტუმრობა

მაისი 5, 2022
უნარები დასაქმებისა და თანამშრომლობისთვის – პერსპექტივები საქართველოს რეგიონებისთვის – SECTORs
  • სიახლეები

უნარები დასაქმებისა და თანამშრომლობისთვის – პერსპექტივები საქართველოს რეგიონებისთვის – SECTORs

აპრილი 28, 2022
მოკლევადიანი სასწავლო კურსი
  • ექსკლუზივი
  • სიახლეები

მოკლევადიანი სასწავლო კურსი

აპრილი 19, 2022

კითხვადი

პეტიცია – ხალხის ხმა თვითმმართველობაში

პეტიცია – ხალხის ხმა თვითმმართველობაში

სექტემბერი 1, 2018
ინგლისური ენის შესწავლის ხელმისაწვდომობის სასტიპენდიო პროგრამა – (ACCESS PROGRAM)

ინგლისური ენის შესწავლის ხელმისაწვდომობის სასტიპენდიო პროგრამა – (ACCESS PROGRAM)

დეკემბერი 30, 2017
სამოქალაქო განათლების პროგრამა „მომავლის თაობა“

სამოქალაქო განათლების პროგრამა „მომავლის თაობა“

ოქტომბერი 22, 2017
ყოფილ და პოტენციურ მიგრანტთა საგანმანათლებლო, შემოსავლის მიმღები და ბიზნესსაქმიანობების

ყოფილ და პოტენციურ მიგრანტთა საგანმანათლებლო, შემოსავლის მიმღები და ბიზნესსაქმიანობების

ივნისი 22, 2017
ეფექტური მმართველობისა და მოქალაქეთა ჩართულობის ინოვაციური მექანიზმების დანერგვა ოზურგეთის მუნიციპალიტეტში

ეფექტური მმართველობისა და მოქალაქეთა ჩართულობის ინოვაციური მექანიზმების დანერგვა ოზურგეთის მუნიციპალიტეტში

ოქტომბერი 22, 2016
  • ქართული ქართული
    • English (UK) English (UK)
Copyright © All rights reserved. | Institute for Change and Innovation